ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ბიოორგანული ქიმიის“ განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის, დამსაქმებლების, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების შეხვედრა გაიმართა. პროგრამის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ შეხვედრაზე მოხსენება წაიკითხა პროგრამაში აკრედიტაციის ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა და დამსაქმებლებმა რეკომენდაციები წარმოადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროგრამის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და ისაუბრეს განვითარების გეგმებზე.
უკან |