
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უანგარო დონორთა აქცია ,,ჯანმრთელი სისხლი ყველას” გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი და თანადგომა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის ბანკის შესავსებად ბსუ-ში რამდენიმე წელია ეტაპობრივად იმართება უანგარო დონორთა აქცია. ღონისძიება უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და საქართველოს მედიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო.
უკან |