ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მხრადაჭერით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ენდოკრინოლოგები და ზოგადი პრაქტიკოს ექიმი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობასა და კვლევასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნენ. კონფერენციზე მოხსენებები წარადგინა ორმა საერთაშორისო სპიკერმა: ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის და დიაბეტოლოგიის მიმართულების სრულმა პროფესორმა, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის (EASD) საბჭოს თავმჯდომარემ ლეშკეკიჩ უპრინიაკმა და უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, პროფ. შუპიკის სახელობის სამედიცინო აკადემიის პოსტდიპლომური განათლების ხელმძღვანელმა, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ინსტიტუტის დიაბეტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბორის მანკოვსკიმ.
უკან |