
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა MIS Academy Georgia-ს ტრენინგ-კურსს „პროთეზირება იმპლანტებზე - თეორია და პრაქტიკა". ტრენინგში პრაქტიკოს ექიმ-სტომატოლოგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ორთოპედიული სტომატოლოგიის სპეციალობის რეზიდენტებმა. სასწავლო კურსს უძღვებოდა MIS Academy Georgia-ს ტრენერი, ორთოპედ-იმპლანტოლოგი ვახტანგ პატეიშვილი.
უკან |