საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის იმუნოგენეტიკის, უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიებსა და    ქრომატოგრაფიულ და  მედიცინის სასწავლო  ცენტრებს სამი კვირის განმავლობაში   ბათუმის N2,  N6, N8, N10, N22, N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები  სტუმრობდნენ. ფაკულტეტმა ასევე უმასპინძლა კერძო სკოლების - „თაობა“, „განათლება“, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“ - მოსწავლეებს. ვიზიტის მონაწილეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა საჩვენებელი ლაბორატორიული აქტივობა, გაეცნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო პროგრამებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო  საჩუქრები.

შეხვედრების ორგანიზებაში ფაკულტეტის  პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ საგრანტო პროექტ „ARTIST“-ის „პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობისთვის“ ბსუ-ს გუნდი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა