საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენება მედიცინის სწავლებისას - OSCE’ WPBA, Mini-CEX, Dops, EPA“

სურათი

23-24 ივნისს, ბსუ-ში ჯანდაცვის მიმართულების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენება მედიცინის სწავლებისას - OSCE’ WPBA, Mini-CEX, Dops, EPA“. ტრენინგი მიზნად ისახავდა ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებში თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და გამოყენების ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში ასევე გაზიარეს მონაწილეებმა თსსუ-ს ამერიკული პროგრამის და ბსუ-ს მედიცინის პროგრამის გამოცდილება, რომელიც ეხებოდა პროგრამის სტრუქტურას, ინტეგრირების ხარიხს, შეფასების სისტემას, მიმდინარე კომპეტენციის ზღვარს  და მედიცინის დარგობრივი მახაიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


  ტრენინგს უძღვებოდნენ:

  • თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი ეკა ეკალაძე;
  • თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ,,გახდი ექიმის" კურსის კოორდინატორი ნანი ყავლაშვილი;
  • თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე ნინო თევზაძე; 
  • დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეცილისტი გვანცა ვარდოსანიძე.
     

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა