
ბსუ-ს მხარდაჭერით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა) GAMS VIII საერთაშორისო კონფერენცია „ნეიროგამოწვევები 2023 მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“ გაიმართა. კონფერენციაზე აშშ-ის, საქართველოს, ინგლისის, გერმანიის, ისრაელის, შვედეთის, შვეიცარიის, ესპანეთის, თურქეთის 150-მა წამყვანმა მეცნიერებმა და ექიმმა სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინა სამედიცინო სფეროს უახლოეს მიღწევებზე, მკურნალობისა და კველევის მეთოდებზე. კონფერენციის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა უწყვეტი პროფესიული განათლების განვითერებაში, ეროვნული სამედიცინო კადრების აღზრდაში შეტანილის წვლილისათვის პროფესორები: ირაკლი სულაქველიძე, ამოს კორჩინი, ზურაბ ნადარეიშვილი და შერეფნურ ოზთურუკი საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
უკან |