საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

კონფერენცია „სიცოცხლე - ნახშირბადის ბალანსი“

სურათი

20-23 სექტემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ტრაპიზონში, შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. კონფერენცია ჩატარდა ინჟინერიასა და სიცოცხლის მეცნიერებების მიმართულებით თემაზე: „სიცოცხლე - ნახშირბადის ბალანსი“. ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა ორი მოხსენება: „საქართველოს მყინვარების თანამედროვე მდგომარეობა“ და „შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის ზოგიერთი თავისებურება კლიმატის ცვლილების ფონზე“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა