ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და ტექნოლოგიური ფაკულტეტის სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტები პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარის სატყეოს ფართობზე, გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შესავსებ–აღსადგენად 300–მდე კაკლის ხე დაირგო. აქცია ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. 21 მარტი ტყის (ტყის დაცვის) საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა და 1971 წლიდან აღინიშნება.
უკან |