ტყის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის I კურსის სტუდენტებმა სემინარით აღნიშნეს. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ხარაზიშვილმა ტრენინგი ჩაატარა თემაზე: ,,აჭარის ტყის ეკოსისტემები". ახალგაზრდები გაეცნენ ტყის ეკოსისტემის მრავალფეროვნებას, იშვიათ და ქრობად სახეობებს, კონსერვაციულ ღონისძიებებს და პრობლემებს. სემინარის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილება დაათვალიერეს.
უკან |