რესპირაციულ დაავადებათა შესწავლის პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კანადელი მკვლევარი, ეპიდემიოლოგი, პროფესორი ჯოშუა ლოვსონი ეწვია. უცხოელი ექსპერტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს მარინა ქორიძეს და პროექტის კოორდინატორს, ბსუ-ს პროფესორს ვახტანგ ბერიძეს შეხვდა. უცხოელი ექსპერტის ვიტის მიზანია ქ. ბათუმის ბავშვთა ასაკის კონტიგენტში ასთმის გავრცელების შესწავლისა და წამყვანი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირების მიმდინარე ანალიზი და ერთობლივი კვლევების განხორციელება. ასთმის დიაგნოსტირების გაუმჯობესება რეგიონში პოლონეთის სილეზიის უნიერსიტეტის ინიციატივით გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და უკვე გამოკითხულია ბათუმისა და ახლომდებარე რაიონების 6000-მდე მოსწავლე. მკვლევარი საქართველოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება.
უკან |