საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ბერია სტუდენტებს შეხვდა

სურათი

,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ბერია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და ექთნების გადამზადების პროგრამა წარუდგინა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებლად თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინის სპეციალობის სტუდენტებს. კონკურსანტებისთვის ლექციები უფასოა და დაფინანსებულია ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ. პროგრამის დასასრულს საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ყველა მონაწილე დასაქმდება კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტალში. აჭარაში საექთნო პროფესიულ სასწავლო კურსზე საბუთების მიღება 11 მაისს დაიწყო და 11 ივნისამდე გაგრძელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა