
ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნანი გვარიშვილი, ნინო ლომთათიძე და ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით - MEVLANA ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში პროფესორებმა ჩაატარეს ვორქშოპები თემაზე: „აჭარის ძირითადი ეკოსისტემები“, „საქართველოს ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები“, „ბიორიტმების გავლენა ადამიანზე“ და ჩატარდა ტესტირება სტუდენტთა ქრონოტიპების დასადგენად. პროფესორები ასევე გაეცნენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს და თურქი კოლეგების სამეცნიერო მუშაობის მიმართულებებს.
უკან |