საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფრინველთა მიგრაციის კვირეული

სურათი

ფრინველთა მიგრაციის კვირეულის ეგიდით ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სპეციალობის I კურსის სტუდენტები პალიასტომის ტბისა და მდ. მალთაყვის მიდამოებში ბინოკლებითა და ტელესკოპით დააკვირდნენ გადამფრენ ფრინველებს. ღონისძიების ფარგლებში კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუდენტებმა მოისმინეს ხათუნა ქაცარავასა (ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომელი) და ასლან ბოლქვაძის (კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის დირექტორი) ლექციები კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ფრინველთა მიგრაციის ფენომენის შესახებ.  ლექციის დასასრულს ახალგაზრდებს სარკვევები და ბროშურები დაურიგდათ ფრინველების გადაფრენისა და აღრიცხვის შესახებ. ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა