საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სასწავლო–საველე პრაქტიკაზე ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემებში

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგია minor–სა და ეკოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები გასვლით კომპლექსურ სასწავლო–საველე პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ რვა დღის განმავლობაში  ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემებში.

ხმელეთის ეკოსისტემებში საველე პრაქტიკის ფარგლებში, ველზე უშუალო დაკვირვების გზით, სტუდენტები გაეცნენ ქვიშნარი დიუნების ღია ეკოსისტემებს, დაბლობის ჭაობის, დაჭაობებული და შერეულფოთლოვანი ტყეების ეკოსისტემებს; სამეგრელო–ზემოსვანეთის ფარგლებში ნახეს ეკოსისტემების ვერტიკალური სარტყლიანობა ფოთლოვანი, შერეული და წიწვოვანი ტყეების მაგალითზე, მესტია–თეთნულდის მიდამოებში კი – სუბალპური და ალპური ეკოსისტემები და სუბნივალური და ნივალური (ზ.დ. 3050 მ) სარტყლის თოვლით დაფარული მწვერვალები.

სტუდენტები გაეცნენ მარტვილისა და ოკაცეს კანიონების, ბორჯომის ეროვნული პარკის ბუნებრივ რელიქტურ ეკოსისტემებს, ახალციხის ფარგლებში დააკვირდნენ ტყის ნაალაგარზე განვითარებულ მთის  ველებს; აბასთუმანი–ბეშუმის ფარგლებში ნახეს წიწვოვანი და შერეული ტყის ეკოსისტემები; ბეშუმი–ბათუმის მიდამოებში კი ეკოსისტემების ცვლა სიმაღლობრივი სარტყლიანობის მიხედვით, წიწვოვანი ტყეებიდან დამთავრებული დაბლობის ეკოსისტემებით.

წყლის ეკოსისტემებში საველე პრაქტიკის ფარგლებში ჩოლოქის შესართავთან სტუდენტები დააკვირდნენ ესტუარისა და მდინარის პოტამალის ფორმირებას, ზღვის სანაპიროს ევტროფირებულ ლაგუნებს, პალიასტომის ტბის მლაშე, გარდამავალ და მტკნარი წყლის ეკოსისტემების ფლორასა და ფაუნას, გაეცნენ კასკადური ტიპის ეკოსისტემებს ენგურჰესის მაგალითზე, მესტიის მთებში  იხილეს მდინარის სათავის (კრენალი) ფორმირება. ნოქალაქევში გაეცნენ ხელოვნურ სარეწაო მნიშვნელობის ეკოსისტემებს, მდ. ტეხურას მაგალითზე კი, რიტრალის ქორაფიან სანაპიროებს.

სტუდენტები დაეუფლენ ველზე მუშაობისა და  შეგროვილი მასალის კამერული დამუშავების  მეთოდებს, შეიძინეს საველე ხელსაწყოების გამოყენების უნარ–ჩვევები, მოახდინეს საინტერესო ობიექტების ფოტოგრაფირება და GPS ნავიგატორით კოორდინატების ჩანიშვნა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა