საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს

 

 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის სამდივნოში ოთახი  Ν321.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ  დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი .

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებულია 91  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).

4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

   ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

   ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

   გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

  დ) თუ კონკურსანტის  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

   ე) თუ კონკურსანტის  აქვს ფინანსური დავალიანება.

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება   საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა და  ჯანდაცვის ფაკულტეტის სამდივნოში 2017 წლის 07 ნოემბრიდან  14 ნოემბრის ჩათვლით.           

     ბ) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება    2017 წლის 20 ნოემბრის  შემდეგ.

          საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის   ფაკულტეტის  საბჭო

 ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3  გადაწყვეტილებით დაწესებულია 2  (ორი) საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია:

  1. შოთა რუსთაველის სახელობის
  2. ხუსეინ ნაკაიძის სახელობის
  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა