საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„ერთად დავამარცხოთ დიაბეტი!“

სურათი

მსოფლიო დიაბეტის დღე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტის ინიციატივით  დევიზით - „ერთად დავამარცხოთ დიაბეტი!“ - რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა საჯარო გამოკითხვა ჩაატარეს თემაზე: „რა ვიცით შაქრიანი დიაბეტის შესახებ?“. ბსუ–ს სასწავლო ცენტრის ბაზაზე, კორპორაცია „ევექსის“ ორგანიზებით,  მსურველებს ჩაუტარდათ გლუკოზის (შაქრის) დონის განსაზღვრა სისხლში. ასევე, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის  პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში  მოეწყო კიბოს სკრინინგისა და ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის აქცია. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა