
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში თემაზე: ,,XXI საუკუნის მედიცინის მიღწევები“. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ნანოტექნოლოგია, ანტიბიოტიკორეზისტენტობა და სხვა. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
უკან |