
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისში, ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - ,,ახალგაზრდული საერთაშორისო პროექტი ონკოლოგიაში ONCO-2017“. სესია ეძღვნებოდა ონკოლოგიის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან |