
ტყის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა ბოტანიკურ ბაღში გასვლით აღნიშნა. დალი ვარშანიძემ ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: “ბოტანიკური ბაღის არსი და დანიშნულება“. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ბაღის თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა მცენარის ნერგები დარგეს. ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს დააწესა.
უკან |