საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ნარჩენების მართვა და მისი გამოწვევები“. სესია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის საკითხებში, ნარჩენების მართვის საკითხებში ცნობიერების ამაღლებას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის წესით შერჩეულმა აჭარის სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.


კონფერენციის საუკეთესო მონაწილეებს, ალამბრის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს ანიტა ლომაძეს და ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტს შორენა ტაკიძეს პლამშეტები გადაეცათ, ხოლო ყველა მონაწილეს  სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. 

კონფერენცია ჩატარდა ბსუ ეკო კლუბის მიერ, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფაზა II (WMTR II) პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა