6 თებერვალი 2019 წელი
ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი თეიმურაზ ქიქავა, გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე, იაპონიის გეოტექნიკური ასოციაციის წევრად აირჩიეს. ასევე, თეიმურაზ ქიქავა 2018 წლიდან დანიშნულია აშშ-ს ნიუ-იორკის ჟურნალ ,,სამოქალაქო მშენებლობის’’ რეცენზენტად. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტი ულოცავს ბატონ თეიმურაზს სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებას.