28 თებერვალი 2020 წელი
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამა „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სამინისტროს აგროსერვის ცენტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ანაზღაურებადი, ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის მონაწილე ექვსი სტუდენტის შემაჯამებელი პრეზენტაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისათვის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად სერტიფიკატები გადასცა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' ფარგლებში ექვსთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირს ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს. 6 ვაკანსია გათვალისწინებულია აგრარული მიმართულებისათვის და 4 - საბუნებისმეტყველო მიმართულებისათვის.
პროგრამა მიზნად ისახავს,სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.