ტურიზმის ფაკულტეტი

სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მეგი შარაძემ, ხატია შარაძემ,  ქეთევან მგელაძემ და ჟანა ჩხიკვაძემ, კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მეორე სამეცნიერო კონფერენციაში „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფორმატში განხილული იქნა სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვა მიმართულებით.

კონფერენციის მიზანია, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების ჩართულობა საქართველოს კურორტების სამომავლო განვითარებაში.

საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის მომავალი განვითარების შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი წარსდგა. 3 საუკეთესო მომხსენებელს (მათ შორის ხატია შარაძეს) სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა.

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა