4 დეკემბერი 2024 წელი
27-29 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა მე-6 საერთაშორისო ევრაზიული სამეცნიერო კონფერენცია „RISK-2024 ინოვაციები კლიმატის ცვლილების ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული რისკების მინიმიზაციისთვის: მეთოდოლოგია და პრაქტიკა“, COP-29-ის ეგიდით. COP 29 არის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომელიც იმართება ყოველწლიურად და არის მსოფლიოში ერთადერთი მრავალმხრივი გადაწყვეტილების მიმღები ფორუმი კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც აერთიანებს დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანას, რათა შეთანხმდნენ კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად ქმედებებზე, როგორიცაა ნულოვანი გამონაბოლქვი 2050 წლისთვის.
ღონისძიება ერთობლივად იყო ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორის AMIR Technical Services Company, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო საიმედოობის ჯგუფის "Gnedenko Forum" (აშშ) და მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის (იტალია) მიერ, მისი ტრადიციული თემები გაფართოვდა და მოიცვა კლიმატის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური რისკების მინიმიზაციის განხილვა, ასევე რისკზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის კვლევის უახლესი ტენდენციების განხილვა ინტერდისციპლინარული სისტემების მიდგომაზე დაყრდნობით.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ცოდნისა და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს გავრცელება ინოვაციური მიდგომების სფეროში ტექნოგენური და კლიმატის რისკების (ალბათობა და შედეგები) მინიმიზაციის მიზნით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა-ნინო კიკნაძემ, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა-ნანი გვარიშვილმა, ტურიზმის დეპარტამენტის სრულმა პროფესორმა-ანზორ დევაძემ. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონფერენციის მთავარი მიმართულების-მდგრადი განვითარების საერთო საქმეში.