ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა V საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა ბერლინში

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის მენეჯმენტის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა 28 იანვარიდან 2 თებერვლის ჩათვლით ბერლინში გამართულ „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ სტაჟირების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის შედგენილი სტაჟირების პროგრამა მოიცავდა სასტუმროების „25hours Hotels“, „Mercure Hotel Berlin Zentrum“, „Kongresshotel Potsdam“, „Henri Hotel“, Michelin Guide-ის პრესტიჟულ სიაში მოხვედრილი რესტორანის „Zum historische Mühle“, დიზაინისა და ღონისძიებების სააგენტოს „Nok Akt Events-Kranzlereck“-ის და „ATB Fitnesscenter“-ის  გაცნობას, კომპანიების გენერალურ მენეჯერებთან, წარმომადგენლებთან შეხვედრებს და დისკუსიებს.

სტაჟირების პროგრამა უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის კომპლექსურ ანალიზს და მასპინძლობის ინდუსტრიაში პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენას.

ბერლინის საერთაშორისო სტაჟირების რიგით მეოთხე პროგრამა განხორციელდა „Solutions Holding GmbH“-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ შტეფან გერჰარდის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის სრულფასოვნად განხორციელების პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ ბსუ-ს საპატიო დოქტორები, ბატონი გერალდ ვეცელი და ბატონი კურტ ჰაინც რაიცი.

სტუდენტთა ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება განხორციელდა ბსუ-ს და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა