2 ივნისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნინო დევაძემ, მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „ტურიზმის მარკეტინგის არსი და თანამედროვე ტენდენციები“.
ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ინდუსტრიაში დანიშნულების ადგილის წარმატებისთვის მარკეტინგის როლსა და მნიშვნელობაზე. განხილული იქნა მარკეტინგული არხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამედროვე ტენდენციებზე, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი და სატელევიზიო ტურიზმი, მათ შორის ცნობილი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების გავლენაზე ტურიზმის ინდუსტრიაზე.
ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში - მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვებში, მოიყვანეს რეალური მაგალითები და იმსჯელეს წარმატებულ მარკეტინგულ მაგალითებზე.
აქტივობა განხორციელდა მესამე მისიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და სკოლას შორის პარტნიორული კავშირების გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერას.