4 აპრილი 2018 წელი
საქართველოს, ყირგიზეთსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა” ფარგლებში, ყირგიზი სტუდენტები საკვალიფიკაციო ნაშრომის კვლევით კომპონენტს ერთი თვის განმავლობაში ბსუ ტურიზმის ფაკულტეტზე შეასრულებენ. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ სტუმრებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ინფრასტრუქტურა და განვითარების სტრატეგიები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუმრებმა ფაკულტეტის სტუდენტებს ყირგიზეთის ტურისტულ რესურსებსა და პერსპექტივებზე ესაუბრეს.