
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, როინ მალაყმაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, ამავე განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნაილე მიქელაძე და ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაილა ჩელებაძე ქედის მუნიციპალიტეტში საზოგადოების წარმომადგენლებსა და გეგელიძეების საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. საჩუქრად გადასცეს ინსტიტუტის მიერ გამოცემული ბეჭდური მასალები და ესაუბრნენ ქართული ენის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე; ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხზე; ფრიდონ ხალვაშის მოღვაწეობასა და მის დამოკიდებულებაზე „ნენეს ენის“ მიმართ.
უკან |