
კრებულში „ჩვენი სულიერების ბალავარი“ შეტანილია VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“ – წაკითხული მოხსენებები, რომლებიც ეხება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის, რელიგიისა და კულტურის, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის, კულტურათა დიალოგის, სწავლებისა და აღზრდის და სხვა საკითხებს. კრებულში სათანადო ადგილი აქვს დათმობილი მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და კერძოდ, აჭარის ქრისტიანული საკულტო ძეგლების და ეპარქიის ისტორიის დაზუსტება-შესწავლას, შესაბამისი წყაროებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას.
უკან |