სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს ინსტიტუციური ტესტირება უცხოურ ენებში 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის  კონკურსებში მონაწილეობის მსურველთათვის 16 სექტემბერს ატარებს ტესტირებას უცხოურ  (ინგლისური/ფრანგული/ გერმანული) ენებში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს პორტალის მეშვეობით და ასევე,  გამოაგზავნონ დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge :

  1. განცხადება რექტორის სახელზე (მიუთითეთ საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ენის დონე - ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის-B1/B2, მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - B2 დონე, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განცხადებების მიღება იწარმოებს 6 - 13 სექტემბერს, 18:00 სთ-მდე.

შენიშვნა: ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტებს;
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებს;
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა