სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, საერთაშორისო პროგრამების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა ბსუ-ს ფაკულტეტები მოინახულეს, გაეცნენ  საგანმანთლებლო პროგრამებს და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობებს. ასევე დაათვალიერებინეს ფაკულტეტების ბაზაზე არსებული კლინიკა-ლაბორატორიები და ბსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს თარგმნისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა