სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS 2026)

სურათი

განაცხადების მიღება 2026 წლის პროგრამაში მონაწილეობისათვის / განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების  მიღების  პროცესებს.  დღემდე  ამ  პროგრამაში  90 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა საქართველოდან.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ. პროგრამა გრძელდება 2026 წლის

1 მარტიდან 31 ივლისამდე. მის ფარგლებში სტიპენდიატები მუშაობენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და ასევე ესწრებიან სემინარებს მათ მიერ შერჩეულ ბერლინის უმაღლესს სასწავლებელში.

პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

საგანაცხადო საბუთები მიიღება 2025 წლის 31 ივლისამდე ელექტრონულად მისამართზე    ips@tifl.diplo.de   ნ    info@tiflis.diplo.de   ანართის   ზომა   არ   უნდა აღემატებოდეს 15 მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ გერმანიის პარლამენტის საიტზე:

www.bundestag.de/ips

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა