სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს ვიძემის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ლატვია) წარმომადგენლები ეწვივნენ

სურათი

2025 წლის 6-10 ოქტომბერს ბსუ-ს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში ვიძემის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ლატვია) წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერაზმუს+ პროექტების ადმინისტრირების შესახებ.  მობილობის ფარგლებში პროფესორმა აგიტა სმიტინამ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციები. შეხვდა ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს ასოც. პროფ. ირაკლი კორძაიას და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებს. ამასთანავე მონაწილეობა მიიღო მიმდინარე კონფერენციაში, თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2025“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა