ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

კვლევითი პროექტის „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“ შედეგების გაცნობა ბსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2021 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული (№FR-21-3869) კვლევითი პროექტის „მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“ ჩატარებული კვლევის ძირითადი დასკვნებისა და მიგნებების წარდგენა გაიმართა. ბსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალს კვლევის რაოდენობრივი მონაცემები გააცნო პროექტის ხელმძღვანელმა, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მახარაძემ, ხოლო თვისებრივი მონაცემები ბსუ-დან პროექტში ჩართულმა აკადემიურმა პერსონალმა.

კვლევითი პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით 2022 წლიდან ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების შესწავლა. კერძოდ, ინკლუზიური განათლების მიმართ არსებული დამოკიდებულებების და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლა, სამიზნე უნივერსიტეტების (თსუ, ბსუ, აწსუ, თესაუ) ინკლუზიური განათლებისადმი მზადყოფნის გაანალიზება და კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, თითოეულ უნივერსიტეტთან მიმართებით ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების გზამკვლევის მომზადება.

საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებში სპეციალური ფოკუსი გაკეთდა განათლების მეცნიერებათა სპეციალობის სტუდენტებზე და  გაანალიზებული იქნა მათი მზადყოფნა - იმუშაონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან. შესწავლილია ასევე ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული მოქმედი მასწავლებლების გამოწვევები.

საგრანტო პროექტი 2024 წლის 15  მარტს დასრულდება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა