6-7 ივნისს მილანში (იტალია) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ხარისხისა და თანასწორობის შესახებ უმაღლეს განათლებაში INTERNATIONAL CONFERENCE ON QUALITY AND EQUITY IN HIGHER EDUCATION - (ICQEHE-24), რომლის მიზანი იყო დაეკავშირებინა ერთმანათს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, გაეცნოთ უახლესი კვლევები და გამოწვევები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და აზიის ქვეყნების უსდ-ს წარმომადგენლებმა, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო და მედიცინის, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელებმა. მონაწილეებმა განიხილეს ხარისხსა და თანასწორობასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის ინდიკატორები და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
უკან |