
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო „ერაზმუს+“-ის პროქეტში Bologna Hub Peer Support II. ბოლონიის პროცესის თანაბარი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, Bologna Hub Peer Support II-ის პროექტის ფარგლებში, ბსუ-ში პირველი ვიზიტი განხორციელდა 2023 წლის 12-13 ოქტომბერს, ხოლო განმავითარებელი და შემაჯამებელი კოლეგიალური საკონსულტაციო ვიზიტები - 21 ივნისსა და 5 ივლისს, ონლაინ ფორმატში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმილ კოლეგიალურ საკონსულტაციო მისიას უძღვებოდნენ ექსპერტები, დოქტორი ოლივერ ვეტორი (ეკონომიკისა და ბიზნესის ვენის უნივერსიტეტი) და დოქტორი სონია მიკესკა (Wandelwerk -მიუნსტერის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ცენტრი). ექსპერტებმა დახმარება გაუწიეს ბსუ-ს იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრაში, პრაქტიკული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში.
უკან |