ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში Erasmus+ პროექტის DeSIRe ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა

სურათი

2025 წლის 15-21 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგების სესია Erasmus+ პროგრამის საგრანტო პროექტის „Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements (DeSIRe)“ ფარგლებში.

სესიები ჩაატარეს ბსუ-ს პროფესორმა ასიე ცინცაძემ, პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა პაატა ჩაგანავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ნანი მამულაძემ,  რომლებმაც პარტნიორ უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე წარმოადგინეს  მოდულები შემდეგ თემებზე:

  1. მოდული 2 (თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა);
  2. მოდული 3 (სამეწარმეო უნარები: ინიციატივა და პროაქტიულობა);
  3. MOOC 1 (ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები);
  4. MOOC 2  (ორგანიზაციული კულტურის გაგება და განვითარება).

ტრენინგებში ჩართული იყო როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალი, რაც ასახავს პროექტის ინტერდისციპლინურ ხასიათს და მიზნად ისახავს სწავლებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.

სესიის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და იმუშავეს პრაქტიკულ შემთხვევებზე, ჯგუფურ დავალებებზე და ინტერაქციულ დისკუსიებზე, რაც ხელს უწყობს უნარების განვითარებას რეალურ სამუშაო გარემოსთან შესაბამისობაში.

პროექტი DeSIRe ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და პასუხობს შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა