ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ლიდერობის მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

9-11 ივლისს, აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ განათლებისა და ლიდერობის მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ. საერთაშორისო კონფერენციაზე  გიორგი აბუსელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „სახელმწიფოს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების თავისებურებები და გაწეული ხარჯების ეფექტიანობა“. ფორუმის დასრულების შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი კვლევების და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობების ორგანიზება და განხორციელება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა