![გადიდება სურათი](http://bsu.ge/text_images/ge_pic_12978_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ვლადიმერ ღლონტი და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელებს შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტუდენტები შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად მარეგულირებელ აქტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასების წესებს, ელექტრონული სერვისებსა და პროექტებს გაეცნენ.
უკან |