ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ერთობლივი სამეცნიერო სემინარი „ევროპული ინტეგრაციის მიღწევები და გამოწვევები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი „ევროპული ინტეგრაციის მიღწევები და გამოწვევები (პოლონეთი, საქართველო)“ გაიმართა ბსუ-ში. ღონისძიება რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორმა ვოიჩეკ გიზამ და  რექტორის მოადგილემ ნათია წიკლაშვილმა გახსნეს. სემინარის ფარგლებში  ქართველმა და პოლონელმა მკვლევარებმა მოხსენებები წარმოადგინეს ინტეგრაციისა და ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. ერთობლივი ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა.

 

სამეცნიერო მოხსენებები


დოქტორი ბოჟენა პერა - „ევროპული ინტეგრაციის ეფექტები პოლონეთის საგარეო ვაჭრობისთვის“;

დოქტორი აგნიეშკა ჰაიდუკევიჩი  - „ევროპული ინტეგრაციის ეფექტები პოლონეთის საგარეო ვაჭრობისთვის - სასოფლო სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა“;

დოქტორი აგნიეშკა გლოდოვსკა - „პოლონეთი - ევროკავშირთან კონვერგენციის  გამოწვევები“;

უჩა სურმანიძე  - „ევროკავშირი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები: გამოწვევები და პერსპექტივები“.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა