ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა მონაწილეობა მიიღო ლისაბონის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკური პოლიტიკისა და თეორიის განვითარება“. მკვლევარმა სამეცნიერო სესიაზე წარდგენილი მოხსენებით განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების აქტუალური საკითხი - ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეალიზება, რომელიც საფინანსო, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი ურთიერთობების თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს.
კონფერენცია ლისაბონის უნივერსიტეტის (პორტუგალიის რესპუბლიკა) ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის და ბასკეთის მხარის უნივერსიტეტის (ესპანეთის სამეფო) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამოყენებითი ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |