ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსები და საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა ბექა სარჯველაძემ და ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა თინათინ როდინაძემ სტაჟირება გაიარეს სამხრეთ სილეზიის საინვესტიციო ფონდში (DFR Inwestycyjny), პოლონეთში. სტაჟირების წარმატებით დასრულება მათ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილმა სტუდენტებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ საქმიანობას უცხოეთში და წარმატებები უსურვეს.
სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები საინვესტიციო კომპანიის საქმიანობას სწავლობდნენ და აანალიზებდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტარტაპების ბაზარს (460 კომპანია), შეაფასეს მათი საინვესტიციო პოტენციალი, საქმიანობის სფერო, ბიზნეს მოდელი, დაფინანსების წყაროები და სხვა. სტუდენტებმა მიიღეს საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც პროფესიული, ასევე ზოგადი სამუშაო პრაქტიკის მიმართულებით, რაც შემდგომი კარიერული ზრდისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
უკან |