სატრანსპორტო კომპანიის „Marine Shipping & Forwarding“ წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონდარი კემულარიამ და ფოთის ოფისის ხელმძღვანელმა ადა ქაქუთიამ ახალგაზრდებს გააცნეს ინფორმაცია კომპანიის სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების, ინსტრუქტაჟის, დასაქმების, პროფესიული პრაქტიკის, ვაკანსიებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
„Marine Shipping & Forwarding“ 2010 წელს დაარსდა და ოპერირებს ლოჯისტიკურ ბაზარზე შემდეგი მიმართულებებით: საგზაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები, საბაჟო -საბროკერო მომსახურება, ტვირთების გადატვირთვა, ტალმანირება (დათვლა), საკონსულტაციო მომსახურება, ტვირთების შენახვა და დასაწყობება, ტვირთის ადგილმდებარეობის სტატუსის ყოველდღიური კონტროლი. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით სამი ოფისი აქვს ბათუმში, ფოთსა და თბილისში.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და კომპანიის თანამშრომლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
უკან |