
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 მისიის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირმა ჩხაიძემ და ასისტენტ პროფესორმა ნინო მამულაძემ ბათუმის N14 საჯარო სკოლაში მე-8 ვ კლასის მოსწავლეების ჩართულობით განახორციელეს პროექტი. მოსწავლეებმა წარადგინეს თემები: ,,ნაადრევი ქორწინება“, ,,მიუსაფარი ცხოველები“ და ,,დაუნის სინდრომი ჩვენს გარშემო“. პროექტი განხორციელდა სიმულაციური თამაშების ფორმატით, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
უკან |