
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა იან ანდერსენის (დანიის ტექნიკური უნივერსიტეტი),კრისტელ ტუმის (ტალინის უნივერსიტეტი), სუსი პოლისის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი) და პამელა ფ. მილერის (კალიფორნიის უნივერსიტეტი) ცნობილი წიგნის „კვლევის მენეჯმენტი:ევროპა და მის ფარგლებს გარეთ“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზეტაცია.
წიგნი ითარგმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის -„უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა“ -2023 წელს გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.
წიგნის მთავარი რედაქტორია პროფესორი ბადრი გეჩბაია, რედაქტორები: პროფესორი ნათია წიკლაშვილი, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე და ასოცირებული პროფესორი ქეთევან გოლეთიანი.
მთარგმნელი: ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი მაია ბოლქვაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და აკადემიური პერსონალი.
| უკან |















