1997 წლიდან ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ეკონომიკის ფაკულტეტმა, რომელიც ამზადებდა შემდეგი პროფილის სპეციალისტებს: აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი; ფინანსები და საბანკო საქმე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; საგადასახადო-საბაჟო საქმე და სხვა.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, ეროვნული ეკონომიკის დარგების კადრებით უზრუნველყოფაში დიდი როლი შეასრულა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრამ (კათედრის გამგე პროფესორი ვ. ვერულიძე, წევრები პროფესორ-მასწავლებლები- ე.მ.კ. ა. ცინცაძე, ე.მ.კ. ვ. ვერულიძე, ს. ჩეჩელაშვილი, ნ. რობიტაშვილი, გ. საფარიძე, ჯ. ანანიძე და სხვები. პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით დაიხვეწა და შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, რომელთაც საფუძვლად შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები დაედო.
2005 წლიდან ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრა გაიყო და მის ბაზაზე შეიქმნა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა (კათედრის გამგე დოცენტი ვ. ვერულიძე) და ფინანსების და კრედიტების კათედრა (გამგე დოცენტი ა. ცინცაძე)
2006 წლიდან უნივერსიტეტში გატარებული რეორგანიზაციების შედეგად მოხდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლების, ფინანსებისა და კრედიტების და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრები. შეიქმნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (ხელმძღვანელი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე). დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული, 8 ასისტენტ პროფესორი და მოწვეული მასწავლებლები.
2009 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტს გამოეყო და ცალკე ფუნქციონირება დაიწყო ,,ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტმა“ (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ა. ცინცაძე). დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა სწავლების პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე“ და ,,საბუღალტრო და საგადასახადო საქმე“.
2015 წლის 5 ოქტომბრიდან ,,ფინანსების, აღრიცხვის და აუდიტის“ დეპარტამენტს გამოეყო „საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო საქმის“ დეპარტამენტი, 2015 წლიდან 2019 წლამდე დეპატამენტს ხელმძღვანელობდა ასოც.პროფესორი ია მესხიძე, 2019-დან დეპატამენტს ხელმძღვანელობდა ასოც.პროფესორი დარეჯან ჩხუბაძე, 2021 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასისტენტ პროფესორი თამთა ბერიძე, ხოლო 2022 წლიდან კი პროფესორი ვაჟა ვერულიძე. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის სწავლების პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის ერთი პროგრამა "ბიზნესის ადმინისტრირება - სპეციალიზაციის მოდულით ,,საბუღალტრო და საგადასახადო საქმე“.
საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო საქმის“ დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციასთან (ბაფ). საბუღალტრო და საგადასახადო საქმის სპეციალობაზე მომზადებული კადრები მოღვაწეობენ ადგილობრივ თვითმმართველობებში, შემოსავლების სამსახურში, აუდიტორულ ფირმებში, კომერციულ ბანკებში, და ა.შ.
ამჟამად დეპარტამენტში არის 5 აკადემიური პირი: პროფესორი ვაჟა ვერულიძე, 4 ასოცირებული პროფესორი: დარეჯან ჩხუბაძე, ბესიკ ბაუჩაძე, ია მესხიძე, ეკატერინე შაინიძე.
უკან |