შოთა რუსთაველის დარბაზში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით უკრაინული კომპანია „მაქს სტუდიოს“ გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ კოვალმა ლექცია ჩაატარა თემაზე: „IT-ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ბიზნესში“. მომხსენებელმა სტუდენტებს სპეციალურად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შექმნილი სმარტფონის ახალი აპლიკაცია წარუდგინა. აპლიკაცია სტუდენტებს მიაწვდის ინფორმაციას ლექციების, გამოცდების ცხრილისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ. ღონისძიების დასასრულს მაქსიმ კოვალმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |