გაეროს განვითარების პროგრამის ENPARD Ajara წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროგრამა ევროკავშირისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და აჭარაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მოგებაზე ორიენტირებული ფერმერებისგან ბიზნეს-ჯგუფების ჩამოყალიბებას, კოოპერატივებად რეგისტრაციასა და განვითარებას ითვალისწინებს. ENPARD Ajara სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესებში კოოპერატივებისთვის საგრანტო ბიზნეს პროექტების შემუშავების კუთხით. პროექტისთვის გრანტის სახით 20 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.
უკან |