ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მენეჯმენტის და მარკეტინგის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა ირაკლი ჯაფარიძემ და დავით ფარტენაძემ პროექტის "ევროკავშირის მოდელირება-ბათუმი 2015" პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მიზანი იყო ევროკავშირის მუშაობის გაცნობა ახალგაზრდებისათვის და აღნიშნულ საკითხში ბათუმის ახალგაზრდების აქტივობის გაზრდა. პროგრამა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მას ში ჩართული იყო 300-მდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
უკან |